ჩემი ბლოგის მკითხველს მინდა დროდადრო გავაცნო ის დეკორატიული მცენარეები, რომელსაც დიზაინერები აქტიურად იყენებენ და რომელსაც ყოველდღიურად ვსწავლობთ. პროგრამის დასასრულს ჩვენ შესწავლილი უნდა გვქონდეს მინიმუმ 500 მცენარის ჯიში, მათი გამრავლებისა და მოვლის წესები.
აი, ერთ-ერთი მათგანი, მისი აღმატებულება ჭანჭყატი (Euonymus)
ის მიეკუთვნება ფოთოლმცვენი, მარადმცვანე ხეებისა და ბუჩქების გვარს. აერთიანებს ორასამდე სახეობას. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა.
მისი გამრავლება ძირითადად ხდება დაკალმების მეთოდით.
ჭანჭყატი პოპულარული დეკორატიული მცენარეა, მისი მთავარი ღირსება ლამაზი ფოტლებია. არსებობს წვრილფოთოლა და მწვანეფოთოლა ჭაჭყატი. აქვს პრიალა, ტყავისებური ფოთლები. გამოიყენება ბაღების გასალამაზებლად. იოლია მისი გაკრეჭვა და სასურველი ფორმის მიცემა. დაფესვიანება ხდება სილასა და ტორფის ნაზავში.
ერთი ძირი ჭანჭყატის საშუალო საბაზრო ფასი 20-30 ლარია. ამ ტანხის გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან ეზოს საოცრად გაგილამაზებთ
.
აი ისიც:





