მისი აღმატებულება ჭანჭყატი

ჩემი ბლოგის მკითხველს მინდა  დროდადრო გავაცნო ის დეკორატიული მცენარეები, რომელსაც დიზაინერები აქტიურად იყენებენ და რომელსაც ყოველდღიურად ვსწავლობთ.  პროგრამის დასასრულს ჩვენ  შესწავლილი უნდა გვქონდეს მინიმუმ 500 მცენარის ჯიში, მათი გამრავლებისა და მოვლის წესები.

აი, ერთ-ერთი მათგანი, მისი აღმატებულება ჭანჭყატი (Euonymus)

ის მიეკუთვნება ფოთოლმცვენი, მარადმცვანე  ხეებისა და ბუჩქების გვარს.  აერთიანებს ორასამდე სახეობას. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა.

მისი გამრავლება ძირითადად ხდება დაკალმების მეთოდით.

ჭანჭყატი პოპულარული დეკორატიული მცენარეა, მისი მთავარი ღირსება ლამაზი ფოტლებია. არსებობს წვრილფოთოლა და მწვანეფოთოლა ჭაჭყატი. აქვს პრიალა, ტყავისებური ფოთლები. გამოიყენება ბაღების გასალამაზებლად. იოლია მისი გაკრეჭვა და სასურველი ფორმის მიცემა.  დაფესვიანება ხდება სილასა და ტორფის ნაზავში.

ერთი ძირი ჭანჭყატის საშუალო საბაზრო ფასი 20-30 ლარია. ამ ტანხის გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან ეზოს საოცრად გაგილამაზებთ :).

აი ისიც:

Euonymus Alatus-ეს სახეობა საქართველოში თითქმის არ არის

Euonymus Alatus-ეს სახეობა საქართველოში თითქმის არ არის გავრცეელბული

ეს სახეობა საქართველოში ძალიან არის გავრცელებული

Posted in ბუჩქები, დიზაინი, ნერგები, ხეები | Tagged , , , | Leave a comment

მცენარის კალმით გამრავლება/დაკალმება

დღეს დილის 10 საათიდან პრაქტიკაზე ვიყავი. როგორც წესი, ამ დროს სამუშაო

დაკალმებული ტოტები. მათი 30% რამდენიმე კვირაში სრულყოფილი ნერგი იქნება

ტანსაცმელს ვიცვამთ. საქმე ბევრი და ცოტათი რთულიც კი აღმოჩნდა. დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ხდება მაღალი მცენარეების  გაკრეჭვა და ზედმეტი ტოტებისაგან განთავისუფლება, რომ გაზაფხულზე მცენარეს ლამაზი ფორმა ჰქონდეს. გარდა ამისა, გავიგე თუ როგორ ხდება ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების დაკალმება. დავაკალმე სხვადასხვა ტიპის ნიადაგში(სილასა და პერლიტიან მიწაში). ცოტა ხანში გავიგებთ რომელ ნიადაგში გაიხარებს უფრო ეფექტურად. ასევე დავაკალმეთ როზმარისი, ვეიგელა, ლონიცერა, ჭანჭყატი და ელონიმუსი. დაკალმება არის ერთერთი გამრავლების მეთოდი, როცა 100% დან შეიძლება გაიხაროს 20-30 %-მა. ვნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან, შედეგებს 3-4 კვირაში  ველოდებით:)

  • მცენარის დაკალმება, ანუ კალმით გამრავლება ხდება შემდეგნაირად: მცენარეს ვაჭრიტ ტოტს, ყლორტი ნორჩი არ უნდა იყოს, რადგან ის ნიადაგში ფესვის გამოტანამდე ჩალპება. ყლორტს ვაცლით ფოთლებს და ნიადგში ვარჭობთ დახრილად. ჩვენ კი მშვიდად ველოდებით ტოტი ფესვს როდის გაიკეთებს, შემდეგ კი სხვა ადგილზე გადავრგავთ.

 

მაღალ მცენარეს ზედმეტ ტოტებს ვაჭრი და სპეციალურ ფორმას ვაძლევ

Posted in ბაღი, დიზაინი, ნერგები, ნიადაგი, ყვავილები | Tagged , , , , , , , | Leave a comment

ლანდშაფტის დიზაინის კურსები

რამდენიმე კვირის წინ სულ შემთხვევით მოვხვდი მებაღე-დიზაინერის სპეციალობის შემსწავლელ კურსებზე. ეს არის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი, სადაც გვასწალიან ლანდშაფტის დიზაინს. ეს კი თავისთავად გულისხმობს ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთამცოდნეობს და მცენარეთა დაცვის შესწავლას. პარალელურად ვსწავლობთ ინგლისურს და  კომპიუტერს იმ დონეზე, რომ შევძლოთ უცხოური რესურსების გამოყენება და მაკეტების კომპიუტერში შექმნა. თავიდან ვიფიქრე, მე და “მებაღე” გამორიცხულია-მეთქი, მაგრამ თანდათან ისე დავინტერესდი ყველაფრით, რომ გადავწყვიტე ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და უფრო საფუძვლიანად შევისწავლო ეს პროფესია. კვირაში ხუთი დღე ვსწავლობთ, ორი დღის მანძილზე ლექციებს გვიკითხავენ, დანარჩენი სამი დღე კი პრაქტიკას ეთმობა. პრაქტიკებს  Europlant Georgia-ს ტერიტორიაზე გავდივართ, სადაც ასობით ჯიშის და სახეობის მცენარე აქვთ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მომწონს, ყოველდღიურად ძალიან ბევრ მცენარეს ვეცნობი, ვსწავლობ როგორ და რა პირობებში უნდა დავრგოთ ისინი, როგორ დავგეგმოთ ეზოს, ან დასავენებელი პარკის დიზაინი. თქვენ წარმოიდგინეთ, სახურავების გამწვანებასაც კი გვასწავლიან, მაგრამ ეს საქართველოში ჯერ ახალი ხილია. დარწმუნებული ვარ ეს იდეა ბევრს მოეწონება.  მოკლედ, იმდენი რამ ხდება ჩემს გარშემო, რომ რთულია  ერთბაშად ყველაფრის მოყოლა. ვფიქრობ, დღეისთვის საკმარისია. თქვენი თითოეული გამოხმაურება ძალიან გამიხარდება, მე ხომ ჯერჯერობით დამწყები ბლოგერი ვარ.  დანარჩენს  გზადაგზა მოგიყვებით :) :) :)

Posted in ბაღი | 1 Comment

აი, მეც მოვედი! :)

მე ვარ მანჩო, ლანდშაფტის დიზაინერი. გადავწყვიტე მქონდეს საკუთარი ბლოგი. დღეიდან აქ რეგულარულად დავწერ ჩემი საქმიანობის შესახებ, როგორ უნდა მოვუაროთ სხვადასხვა მცენარეებს, როგორ მოვაწყოთ ეზო და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ ყველაფერს, რაც ლანდშაფტის დიზაინს ეხება. ამ საქმის შესწავლა რამდენიმე თვეა რაც დავიწყე და შევეცდები, ჩემი ცოდნა ბლოგის მკითხველს შეძლებისდაგვარად გავუზიარო :)

Posted in ბლოგი, დიზაინი | Tagged , , , , | 1 Comment