ლანდშაფტის დიზაინის კურსები

რამდენიმე კვირის წინ სულ შემთხვევით მოვხვდი მებაღე-დიზაინერის სპეციალობის შემსწავლელ კურსებზე. ეს არის ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი, სადაც გვასწალიან ლანდშაფტის დიზაინს. ეს კი თავისთავად გულისხმობს ნიადაგმცოდნეობის, მცენარეთამცოდნეობს და მცენარეთა დაცვის შესწავლას. პარალელურად ვსწავლობთ ინგლისურს და  კომპიუტერს იმ დონეზე, რომ შევძლოთ უცხოური რესურსების გამოყენება და მაკეტების კომპიუტერში შექმნა. თავიდან ვიფიქრე, მე და “მებაღე” გამორიცხულია-მეთქი, მაგრამ თანდათან ისე დავინტერესდი ყველაფრით, რომ გადავწყვიტე ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და უფრო საფუძვლიანად შევისწავლო ეს პროფესია. კვირაში ხუთი დღე ვსწავლობთ, ორი დღის მანძილზე ლექციებს გვიკითხავენ, დანარჩენი სამი დღე კი პრაქტიკას ეთმობა. პრაქტიკებს  Europlant Georgia-ს ტერიტორიაზე გავდივართ, სადაც ასობით ჯიშის და სახეობის მცენარე აქვთ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან მომწონს, ყოველდღიურად ძალიან ბევრ მცენარეს ვეცნობი, ვსწავლობ როგორ და რა პირობებში უნდა დავრგოთ ისინი, როგორ დავგეგმოთ ეზოს, ან დასავენებელი პარკის დიზაინი. თქვენ წარმოიდგინეთ, სახურავების გამწვანებასაც კი გვასწავლიან, მაგრამ ეს საქართველოში ჯერ ახალი ხილია. დარწმუნებული ვარ ეს იდეა ბევრს მოეწონება.  მოკლედ, იმდენი რამ ხდება ჩემს გარშემო, რომ რთულია  ერთბაშად ყველაფრის მოყოლა. ვფიქრობ, დღეისთვის საკმარისია. თქვენი თითოეული გამოხმაურება ძალიან გამიხარდება, მე ხომ ჯერჯერობით დამწყები ბლოგერი ვარ.  დანარჩენს  გზადაგზა მოგიყვებით🙂🙂🙂

About nimpea

landscape designer
This entry was posted in ბაღი. Bookmark the permalink.

One Response to ლანდშაფტის დიზაინის კურსები

  1. tamro says:

    gamarjoba, mec maqvs am profesiis sheswavlis survili, iqneb momcerot rogor da sad sheizleba scavla, eg kursebi kidev tu aris da ramdrn xniania, mokled kvelaper manteresebs:) tu shegizlia iqneb damexmaro:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s